კვიპროსში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ სამიტზე შეიკრიბნენ

28 მაი 2026

კვიპროსში არაფორმალურ სამიტზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები   შეიკრიბნენ, სადაც  მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის, ასევე ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის დაწყებას შეეხება.

ტოპ-დიპლომატები რუსეთთან მომავალში შესაძლო მოლაპარაკებებისადმი მიდგომას განიხილავენ.

უკრაინა ევროპას მოსკოვთან მოლაპარაკებებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. რაც შეეხება  აშშ-ის ირანთან მოლაპარაკებებს, ევროკავშირი ამ პროცესში რუსეთის იზოლაციის პოლიტიკის მომხრეა.