კენიაში სკოლა-ინტერნატში  ხანძარმა 16 მოსწავლე იმსხვერპლა

28 მაი 2026

16 მოსწავლე დაიღუპა და 79 დაშავდა ცენტრალურ კენიაში, გოგონათა სკოლა-ინტერნატში გაჩენილი ხანძრის შედეგად. კენიის წითელი ჯვრის განცხადებით, ხანძარი გილგილის რაიონში, უტუმიშის გოგონათა აკადემიის უმაღლეს სკოლაში, შუა ღამეს გაჩნდა და  ორ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ხანძარი ლოკალიზებულია.

პოლიცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე  მოსწავლეებს ეძებს, რომლებიც შესაძლოა ხანძრის  დროს გაიქცნენ.

კენიაში სკოლებში ხანძრები შედარებით ხშირია, სადაც ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ და ცეცხლის წაკიდებამ წარსულში ტრაგედიები გამოიწვია.

ექსპერტების თქმით, ხანძრების უმეტესობა მოსწავლეებმა გააჩინეს, რომლებიც მკაცრ დისციპლინასა და ცუდ პირობებს აპროტესტებდნენ.