მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა

28 მაი 2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ასევე ყურადღება გამახვილდა ,,შუა დერეფანზე" და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას. ორივე მხრიდან დაფიქსირდა მტკიცე მზაობა გაგრძელდეს მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.