27 მაი 2026
ხელოვან გიზო ჩოგოგიძის ფოტოგამოფენა გაიხსნა აჭარის ხელოვნების მუზეუმში.
გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები, რომელიც ქვეყნის ისტორიას და საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვან ფაქტებს ასახავს, მათ შორის სახელმიწფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოვლენებს.
აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდებში დაცული კადრებით დამთვალიერებელი ერთ სივრცეში საქართველოს სხვადასხვა პერიოდის სხვადასხვა ისტორიულ ფაქტებს იხილავს.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდი ხელოვან გიზო ჩიგოგიძის ფოტო ობიექტივში მოხვედრილ 100-ზე მეტ ისტორიულ კადრს ინახავს. ამ კადრების ხილვა კი დამთვალიერებელს ხელოვნების მუზეუმის გალერეაში დღეს და ხვალ შეეძლება.