27 მაი 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
600-ზე მეტ მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად განახლდა სასწავლო სივრცეები; მოეწყო ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური ლაბორატორია, გარე მოედანი და სააქტო დარბაზი.
შენობაში დამონტაჟდა ლიფტი; გათბობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსათვალთვალო სისტემები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
უახლოეს მომავალში სრულად რეაბილიტირდება სკოლის სტადიონიც.