„დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კონცეფციის“ პრეზენტაცია

27 მაი 2026

დღეს დიასპორის დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარლამენტში დიასპორის კომიტეტში სამინისტროს მიერ შემუშავებული „დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კონცეფციის“ პრეზენტაცია მოაწყო.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა დიასპორის მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც კონსტიტუციითაა განსაზღვრული. 

არსებული დიასპორული პროგრამებით გარკვეულ შედეგებს ენისა და კულტურის შენარჩუნების კუთხით მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია თუმცა მინისტრის თქმით, საჭიროა დიასპორულ პოლიტიკაში საელჩოებისა და საკონსულოების უფრო მეტი  ჩართულობა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საზღვარგარეთ 300 -ზე მეტი დიასპორა, 120 საკვირაო სკოლა, 130-მდე  ფოლკლორული ანსამბლი და 94 სამრევლო მოქმედებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კომიტეტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დიასპორული პროგრამების განხორციელების პროცედურასა და მნიშვნელობაზე.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა,  სახელმწიფო  საგრანტო პროგრამების განხორციელება მოხდება  დიპლომატიური წარმომადგნელობის საშუალებით, რაც დიასპორებს მათთან აქტიური თანამშრომლობისა და სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირის საშუალებას მისცემს.

ასევე, როგორც ამბობს მინისტრი ის უზრუნველყოფს სახელმწიფო რესურსების გამჭვირვალე და მიზნობრივ ხარჯვას.

დიასპორული პროგრამები მინისტრის განცხადებით, მოერგება სახელმწიფო პრიორიტეტებს და დაეფუძნება ქართული იდენტობის ფუნდამენტურ ფასეულობებს -  მამული ენა სარწმუნოება.