ასტანას სახელმწიფო თეატრ ,,ჟასტარის'' სცენაზე ანსამბლ „არსიანის“ გაიმართა

27 მაი 2026

ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

ასტანას სახელმწიფო თეატრ ,,ჟასტარის'' სცენაზე აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „არსიანის“ სოლო კონცერტი გაიმართა. 

ანსამბლი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე სპეციალური პროგრამით წარსდგა. შესრულებულმა ქორეოგრაფიულმა და მუსიკალურმა ნომრებმა დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.

საზეიმო კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში, ლევან დიასამიძე, ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ყაზახეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

კონცერტამდე ერთი დღით ადრე, საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღებაც გაიმართა.