27 მაი 2026
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლის პორტში საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა დღეს დილით 20-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, უკრაინამ ასევე გამოიყენა სტორმ-შედოუს რაკეტები - წერს სევასტოპოლის გუბერნატორი ტელეგრამზე.
მიხაილ რაზვოზჟაევის თქმით, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა, თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, მათ შორის ცენტრალური ბანკის რეგიონალური ოფისი და რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
უკრაინის მხრიდან თავდასხმებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა. ორშაბათს, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ სტორმ-შედოუს რაკეტები გამოიყენეს რუსეთის სამეთაურო-საკონტროლო და საკომუნიკაციო პუნქტის გასანადგურებლად რუსეთის მიერ კონტროლირებად ლუგანსკის რეგიონში.