27 მაი 2026
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, მოქმედი ნორმით, დანაშაულად ცხადდება და შესაბამისად, კრიმინალიზებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში მონაწილეობისას შესყიდვებში მონაწილე სუბიექტების მიერ წინასწარი შეთანხმება თავისთვის ან სხვისთვის გარკვეული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.