წმინდა ჰაჯის დროს ირანელმა მომლოცველებმა ანტიებრაული და ანტიამერიკული ლოზუნგები გააჟღერეს

27 მაი 2026

მუსლიმმა მომლოცველებმა  საუდის არაბეთის ქალაქ მექაში წმინდა ჰაჯი შეასრულეს. ყოველწლიური ღონისძიებისთვის ქალაქში 1,5 მილიონზე მეტი მუსლიმი ჩავიდა. ჰაჯის დროს მომლოცველები ასრულებენ „ტავაფს“ - შვიდჯერ შემოუვლიან ქააბას, მექას დიდ მეჩეთში კუბური ფორმის მუსლიმურ სიწმინდეს. სხვა რიტუალებს შორისაა „ეშმაკის ჩაქოლვა“. ჰაჯი მთელი მსოფლიოდან  მუსლიმ მომლოცველებს იზიდავს. წელს ის რეგიონულ დაძაბულობას დაემთხვა, რომელიც თებერვლის ბოლოს აშშ-ისა და ისრაელის ირანზე თავდასხმამ გამოიწვია. 

მექაში შეკრებილი ირანელი მომლოცველები ჰაჯის შესრულებისას სკანდირებდნენ შეერთებული შტატებისა და ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს. ლიბანის უსაფრთხოების წყაროების განცხადებით, ისრაელმა სამშაბათს ლიბანზე 120-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო.

საჰაერო დარტყმებით ისრაელსა და ჰეზბოლას შორის 16 აპრილს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა, ხოლო ირანმა შეერთებული შტატები   ირანის სამხრეთში დარტყმების განხორციელებით  ზავის დარღვევაში დაადანაშაულა.