რომის პაპი ღაზის მოსახლეობის დახმარების თხოვნით მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

27 მაი 2026

რომის პაპმა ლეომ მსოფლიო ლიდერებს  მოუწოდა, დახმარება გაუწიონ  ღაზის მოსახლეობას, რომელიც ჯერ კიდევ ვერ იღებს ჰუმანიტარულ დახმარებას. პაპმა ეს განცხადება რამდენიმე დღის შემდეგ  გააკეთა, რაც ღაზისკენ მიმავალი მშვიდობის ფლოტილია საერთაშორისო წყლებში ისრაელის ძალებმა დააკავეს.

ისრაელი მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ქვეშ მოექცა  მას შემდეგ, რაც ისრაელის  ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც    ფლოტილიის დაკავებული აქტივისტები ხელებშეკრული და დაჩოქილებია ასახული.  

„ყველას  ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოვუწოდებ“ - განაცხადა პაპმა კასტელ განდოლფოში მდებარე რეზიდენციის დატოვებისას ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ლეომ, აშშ-ში დაბადებულმა პირველმა პაპმა, განაცხადა, რომ დახმარების მიუწოდებლობა იწვევს პროტესტებს და სხვა სირთულეებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პაპმა ასევე განაცხადა, რომ ვატიკანი და კომპანია ანტროპიკი აგრძელებენ მოლაპარაკებებს „განიარაღებული ხელოვნური ინტელექტის მოსაძებნად“ მას შემდეგ, რაც მან ტექნოლოგიური კომპანიის თანადამფუძნებელ კრის ოლასთან ერთად თავისი პირველი ენციკლიკა წარადგინა.

„მაგალითად, დღეს ლიბანში და მსოფლიოს სხვა ნაწილებში ვნახეთ შემთხვევები, სადაც ომი ახლა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიმდინარეობს, ადამიანის სიცოცხლეზე ფიქრის გარეშე“, - თქვა პაპმა.