27 მაი 2026
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ჯგუფი ურსას კონცერტით დასრულდა. კონცერტს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ უამრავი მაყურებელი დაესწრო.
მანამდე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ზღვისპირა პარკში არაერთი გასართობი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის სპორტული შეჯიბრებები, ფოლკლორული ანსამბელბისა და ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტები.
ასევე ანბანის კოშკის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოდგენილი ჰქონდა სამხედრო ტექნიკა, განთავსებული იყო სპეციალური ჯიხურები, სადაც ადგიკობრივ მწარმოებლებს წარმოდგენილი ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია, რეწვის ნიმუშები და ადგილობრივი წარმოების სასურსათო პროდუქცია.