"ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ - საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ბიკენფესტ 2026"

27 მაი 2026

ყაზახეთში გამართულ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალ "ბიკენფესტ 2026" ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლით, "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ წარსდგა.

იზი დაიმონდისა და ბილი უაილდერის პიესის მიხედვით დადგმული  სპექტაკლის ინსცენირების ავტორი მაია ჯაფარიძე, ხოლო რეჟისორი გოჩა კაპანაძეა.

რაც შეეხება შინაარსს, ამბავი 30-იანი წლების ჩიკაგოში ხდება.

ორი ნიჭიერი უმუშევრად დარჩენილი მუსიკოსი სამსახურის ძებნაში,  შემთხვევით მკვლელობის მოწმენი ხდებიან. თავის გადასარჩენად კი იძულებულნი ხდებიან  ქალის კოსტიუმებით, ქალთა ორკესტრში დაიწყონ მუშაობა.

ფესტივალი „ბიკენფესტ“ მიზანია სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის კულტურული დიალოგისა და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება.

აღნიშნულ ფესტივალზე ბათუმის დრამატული თეატრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობს.