27 მაი 2026
ისლამური სამყარო დღეს ყურბან -ბაირამს აღნიშნავს. ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღვთისმსახურება ბათუმის ორთა ჯამეში, მუფთმა ადამ შანთაძემ აღავლინა.
ლოცვას ქართველ მუსლიმებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების მრევლი ესწრებოდა. ყურბან ბაირამი რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.
მუსლიმ მრევლს დღესასწაული ორთაჯამეში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. ზურაბ პატარაძე ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ საკითხი სასამართლო განხილვის ეტაპზეა და შესაბამის გადაწყვეტილებას მისი დასრულების შემდეგ მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ყურბან-ბაირამზე, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე მორწმუნეები შინაურ ცხოველს კლავენ და ყურბნის ხორცს ახლობლებსა და გაჭირვებულებს ურიგებენ. ამ დღესასწაულს მუსლიმები ღმერთთან დაახლოების დღესასწაულს ეძახიან, მათი რწმენით ბაირამი პატიების, ქველმოქმედებისა სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო პერიოდია.