26 მაი 2026
ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე, იმ დროს როდესაც ისტორიულად საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრმა შეასრულა.
ანბანის კოშკის მიმდებარედ, გამოფენიალია სამხედრო ტექნიკა, განთავსებულია სპეციალური ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს წარმოდგენილი აქვთ საკუთარი ნამუშევრები, რეწვის ნიმუშები და ადგილობრივი წარმოების სასურსათო პროდუქცია. ზღვისპირა პარკში დღის განმავლობაში გაიმართება შემეცნებითი და სპორტული აქტივობები ბავშვებისათვის. ეშმაკის ბორბალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია „დინამო ბათუმის“ გულშემატკივრების სტენდიც.