26 მაი 2026
შუახევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიებები საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობით დაიწყო.
პარალელურად კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემატური ფოტოგამოფენა ასევე ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
დღის განმავლობაში გაიმართა სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები, სადაც მონაწილეები სხვადასხვა სახეობაში ერთმანეთს შეეჯიბრნენ. ღონისძიების დასასრულს სპორტულ აქტივობებში მონაწილეები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
საზეიმო პროგრამა კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.