სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26 მაი 2026

2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მიზნით, დედაქალაქ ბრაზილიაში, საქართველოს დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა, ასევე - ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი. 

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნამსანის ანძა, მდინარე ჰანის სებიტისა და გაბიტის ხელოვნურ კუნძულებზე განთავსებული ცნობილი არქიტექტურული კომპლექსები და ბანპოს ხიდის ცისარტყელას შადრევანი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ესპანეთში, ქ. სევილიის ისტორიული "ესპანეთის მოედანი" საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა.

ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. საქართველოს დროშები ირლანდიის დედაქალაქში 24 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით იქნება აღმართული.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქალაქ ბარის მერიის შენობაზე აღმართულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. ბაქოს ორი ღირშესანიშნავი შენობა - ბაქოს ოლიმპიური სტადიონი და ჰეიდარ ალიევის ცენტრი, საქართველოს დროშის გამოსახულებით განათდა.

ხორვატიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ზაგრების ცენტრალური შადრევნები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პეტრას მთავარი განძთსაცავის შენობა საქართველოს დროშის გამოსახულებით განათდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სტამბოლის ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ინდოეთში, ქ. დელიში, საქართველოს დროშის ფერებში განათდა უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი "ქათაბ მინარი".

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. მადრიდში სიბელესის ემბლემატური შადრევანი საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა.

2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბრიუსელში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ბრიუსელის მთავარი სიმბოლო “Manneken Pis” ქართული ეროვნული სამოსით, ჩოხით შეიმოსა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ათენის მერიამ, ომონიას მოედნის შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში გაანათა.