26 მაი 2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხულოში 12:00 საათზე დაიწყო. მუნიციპალიტეტში გაიმართა სახალხო მსვლელობა. ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა სპორტული აქტივობა მოეწყო.
ხოლო 17 საათსა და 10 წუთზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა
პარალელურად მიმდინარეობს ადგილობრივი შემოქმედების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილია ნახატები, ხელნაკეთი ნივთები, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრები.