საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საზეიმო ღონისძიებები ხელვაჩაურში

26 მაი 2026

ისევე როგორც მთელ საქართვლოში 17 საათსა და 10 წუთზე საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულდა ხელვაჩაურში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მერიის ეზოში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულო, ასევე ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთები და ნაქსოვ-ნაქარგები

26 მაისის აღსანიშნავად ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის წინ მოწყობილ სცენაზე იმართება ღონისძიება, რომელშიც ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებისა და სკოლების მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფები, ასევე კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები მონაწილეობენ.

ღონისძიების დაწყებამდე, ხელვაჩაურის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.