26 მაი 2026
ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გრძელდება. ანბანის კოშკის მიმდებარედ, გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, განთავსებულია სპეციალური ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს წარმოდგენილი აქვთ საკუთარი ნამუშევრები, რეწვის ნიმუშები და ადგილობრივი წარმოების სასურსათო პროდუქცია.
ზღვისპირა პარკში დღის განმავლობაში გაიმართება შემეცნებითი და სპორტული აქტივობები ბავშვებისათვის. ეშმაკის ბორბალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია „დინამო ბათუმის“ გულშემატკივრების სტენდიც.
17 საათსა და 10 წუთზე, ზუსტად იმ დროს როდესაც ისტორიულად საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს.
გაიმართება ბათუმის კაპელის და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფილკლორის სახელმწიფო ცენტრის ბათუმის სალოტბარო სკოლის კონცერტიც.
საღამოს კი სცენას - ფოლკლორული ანსამბლები დაიკავებენ, 20 საათიდან სტუმრების განწყობაზე ბენდი „ურსა“ იზრუნებს.