ჰორმუზის სრუტე ამა თუ იმ გზით უნდა გაიხსნას - რუბიო

26 მაი 2026

ჰორმუზის სრუტე ამა თუ იმ გზით უნდა გაიხსნას - ეს განცხადება  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჯაიპურიდან ნიუ-დელიში ფრენის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.  ინდოეთში ოთხდღიანი ვიზიტის ბოლო დღეს რუბიომ  მეუღლესთან ერთად ისტორიული ღირსშესანიშნაობები მოინახულა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა  თქვა, რომ ირანთან  შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებს რამდენიმე დღე დასჭირდეს.

„ის, რაც იქ ხდება, უკანონოა, ეს უკანონოა, ეს არამდგრადია მსოფლიოსთვის, მიუღებელია“, - აღნიშნა რუბიომ.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის სამხრეთ ნაწილზე ახალი დარტყმები განახორციელეს. სარდლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმების სამიზნე იყო ირანის სარაკეტო ბაზები და ნავები, რომლებიც ნაღმების განთავსებას ცდილობდნენ.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მტკიცებით, დარტყმები თავდაცვის მიზნით განხორციელდა და მიზნად ისახავდა აშშ-ის ჯარების დაცვას ირანის ძალების მიერ შექმნილი საფრთხისგან.