25 მაი 2026
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ქ. თალდიყურღანში (ყაზახეთი) საერთაშორისო თეატრალური ფესტივალ "ბიკენფესტ 2026" წარსდგება სპექტაკლით - "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან.
იზი დაიმონდისა და ბილი უაილდერის პიესის მიხედვით - ინსცენირების ავტორი მაია ჯაფარიძეა, ხოლო რეჟისორი გოჩა კაპანაძე.
ამბავი ხდება 30-იანი წლების ჩიკაგოში. ორი ნიჭიერი მუსიკოსი უმუშევარი რჩება და სამსახურის ძებნაში სრულიად შემთხვევით მკვლელობის მოწმენი ხდებიან. თავი რომ გადაირჩინონ, იძულებულნი ხდებიან დროებით ქალის კოსტუმები ჩაიცვან და ქალთა ორკესტრში დაიწყონ მუშაობა.
აღნიშნულ ფესტივალზე ბათუმის დრამატული თეატრის მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული თეატრის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
ფესტივალი „ბიკენფესტ“ მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის კულტურული დიალოგისა და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას.