უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მინურ პაქსაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს

25 მაი 2026

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მინურ პაქსაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს. მის არჩევას მხარი თორმეტმა დეპუტატმა დაუჭირა.

მინურ პაქსაძე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში დავით გაბაიძის  ნაცვლად შევიდა.

როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, "ქართულმა ოცნებამ" მასზე არჩევანი ხულოს მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. მინურ პაქსაძე კურორტ გოდერძის დირექტორია, ის ასევე იქნება " ქართული ოცნების დელეგატი ხულოში.

როგორც უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული დეპუტატი აცხადებს, მისი მთავარი მიზანი ხულოს მკვიდრთა საჭიროებების გათვალისწინება  და მათი პრობლემების მოგვარება იქნება.