აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა გაიმართა

25 მაი 2026

აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ორი ძირითადი საკითხი გავიდა: ცვლილებები შევიდა საბჭოს  კომიტეტების შემადგენლობაში, ასევე ქედისა და ხულოს დელეგატები აირჩიეს.

საკომიტეტო შემადგენლობებში ცვლილებები უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული წევრის მინურ პაქსაძის დეპუტატობის მანდატს უკავშირდება. კანონმდებლებმა ფრაქციის წევრად მიიღეს უმაღლეს საბჭოს ახალი წევრი, საკანონმდებლო ორგანოში.

ფრაქციის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტიდან გამოწვეულია ფრაქციის წევრი - ლაშა სირაბიძე, რომელიც კუთვნილი კვოტით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტშია წარდგენილი. გოგი ფუტკარაძე - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტში, ხოლო მინურ პაქსაძე წარდგენილია უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტებში.

რაც შეეხება დელეგატობის მანდატს, ქედის  დელეგატი ნადიმ ვარშანიძე, ხოლო ხულოს დელეგატი მინურ პაქსაძე იქნება.