25 მაი 2026
ხვალ, თბილისი, მთელი დღის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს უმასპინძლებს. 12:00 საათიდან ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს სადღესასწაულო ღონისძიებები და თემატური ინსტალაციები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში და მიმდებარე ტერიტორიებზე დახვდებათ. ბოლო სამზადისს ცოტა ხნის წინ კულტურის მინისტრი გაეცნო.
კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის თქმით, 26 მაისი ყველაფერი ქართულის და საქართველოს საამაყო დღეა.
"მიხარია ის, რომ კულტურა მთელს საქართველოში იქნება სეგმენტურად წარმოდგენილი და მთელი საქართველო საზეიმო მდგომარეობაში აღნიშნავს. დღის განმავლობაში იქნება კონცერტები, საბავშვო აქტივობები. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ღვინო და ხორბალი განსაკუთრებით იქნება წარმოდგენილი. რასაკვირველია, ქრისტიანობის 1 700 წლის ისტორიასაც ექნება თავისი კუთხეები. ასევე, იქნება სპორტული, ესთეტიკური და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. დაწყებული ყვავილების კუთხიდან, დამთავრებული საბავშვო და სხვადასხვა აქტივობით, ჩვენი მეწარმეები იქნებიან წარმოდგენილები და გამოფენენ თავიანთ ქართულ ნაწარმს. ყველაფერი ქართულის და საქართველოს საამაყო დღეა და ვფიქრობ, რომ ერთად და ძალიან ღირსეულად შევძლებთ, ხვალინდელი დღე გავატაროთ სახალხო ზეიმის სახით", - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.