25 მაი 2026
26 მაისს აქციისთვის ემზადება ოპოზიციური ალიანსი. გეგმების შესახებ დღეს ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უარი მიიღეს როგორც თბილისის მერიისგან, ასევე შსს-გან რუსთაველზე დემონსტრაციის ჩატარებაზე, ისინი მაინც არ შეცვლიან გეგმებს.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ხვალ დღის განმავლობაში შეეცდებიან ტერიტორიაზე სცენა ააწყონ და გახმოვანების აპარატურა განათავსონ. მისივე თქმით, რა სახეს მიიღებს პროტესტი, ამას სიტუაციის მიხედვით გადაწყვეტენ.
დამოუკიდებლობის დღის პოლიტიკური თარიღებისთვის გამოყენება და საზოგადოების დაპირისპირება მიუღებელია - აცხადებენ ''გახარია საქართველოსთვის'' პარტიაში. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ხვალ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შეუერთდებიან.
ოპოზიციის გეგმებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შეკრების გამართვა ყველას შეუძლია და ეს ადამიანები კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ უსუსურ სახეს.