25 მაი 2026
დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტმა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის ვიზიტის ფარგლებში, პირველად გვექნება შესაძლებლობა, დეტალებზე ვისაუბროთ, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ- მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა.