საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა - ვახტანგ ცინცაძე

25 მაი 2026

საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ვახტანგ ცინცაძემ ისაუბრა 2025 წლის მონაცემებზე და აღნიშნა, რომ  რომ გასულ წელს სიღარიბეს თავი 67 000 - ზე მეტმა ადამიანმა დააღწია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ზრდითაა განპირობებული.