25 მაი 2026
ამ წუთებში უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მინურ პაქსაძის სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხს განიხილავენ. იგი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში დავით გაბაიძის ნაცვლად შედის.
როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, "ქართულმა ოცნებამ" მასზე არჩევანი ხულოს მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.
მინურ პაქსაძე კურორტ გოდერძის დირექტორია, ის ასევე იქნება "ქართული ოცნების'' დელეგატი ხულოში.