ახალი ავიარეისი

01 ივნ 2016

ყაზახურმა ავიაკომპანია "სკაი ბას" ეარლაინსი" ბათუმის საერტაშორისო აეროპორტიდან ასტანას მიმართულებით რეისებს შეასრულებს. პირდაპირი ფრენები ბათუმიდან ასტანის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. ყაზახური ავიაკომპანია მგზავრებს ჩარტერულ რეისებს ყაზახეთის 8 ქალაქის მიმართულებით შესთავაზებს. ყოველდღიური ფრენები ბათუმიდან ასტანას, აქტობეს, ყიზილორდის, შიმკენტის, აქტაუს, ატირაუს, ყარაღანდას და კოსტანაის მიმართულებით შესრულდება. პირველი რეისი რამდენიმე წუთში შესრულდება.