Tether​-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია

25 მაი 2026

Tether​-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა თბილისში. ღონისძიება საქართველოსა და მსოფლიოს უდიდესი ბლოკჩეინ-პლატფორმის სტრატეგიულ პარტნიორობას მიეძღვნა და მას პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და დედაქალაქის მერი დაესწრნენ.

ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანია ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და იმ ინოვაციური პროექტების განხილვა, რომლებიც საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში კომპანია “ტეზერის” შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის.