ქობულეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი მიმდინარეობს

24 მაი 2026

სამზადისი მიმდინარეობს ქობულეთშიც. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 12 საათზე  ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მემორიალის ყვავილების შემკობით დაიწყება.
პარალელურად კი მოეწყობა 26 მაისთან დაკავშირებული გამოფენა ქობულეთის მუზეუმში.  ქობულეთის ცენტრალური პარკში კი დაგეგმილია - საბავშვო აქტივობები, ნახატების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.  17:10 საათზე შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.  შემდეგ კი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართება.