24 მაი 2026
„აფხაზეთობის კვირეული“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე გამართული გალა-კონცერტით დასრულდა. საღამოზე ანსამბლმა „აფხაზეთმა“, ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით, მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამა „აიმადარა“ წარადგინა.
კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა. გიორგი ჯინჭარაძემ ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და კულტურის როლზე ისაუბრა.
გალა-კონცერტს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.