ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ შეხვედრებს განაგრძობს

24 მაი 2026

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ შეხვედრებს განაგრძობს. რიგით 7 ღონისძიება რუსთავში ახალგაზრდობის სასახლეში იმართება. ორგანიზაციის წევრები ქვემო ქართლის რეგიონის ახალგაზრდებთან ერთად განიხილავენ აქტუალურ თემებს - ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ინფრასტრუქტურული პროექტების, დასაქმებისა და განათლების საკითხები - ამ თემებზე მსჯელობა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ორგანიზატორების განცხადებით, კონფერენციების მიზანია ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და მათი აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. დასკვნით ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს.