ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილი აქცია პოლიტიკური შეფასებების თემაა

24 მაი 2026

ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილი აქცია პოლიტიკური შეფასებების თემაა. პარლამენტის წინ კონსტრუქციის განთავსებაზე ოპოზიციურმა ალიანსმა თბილისის მერიისგან უარი მიიღო, უარია შინაგან საქმნეთა სამინისტროდანაც.

როგორც უწყებაშ განმარტავენ, განცხადება, რომლითაც ინიციატორებმა შსს-ს მიმართეს, არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, მათ შორის არ იყო მითითებული შეკრება/მანიფესტაციის მიზანი, დასრულების დრო, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.

რაც შეეხება გეგმას - ალიანსში ამბობენ, რომ იქნება შეკრება უნივერსიტეტთან, მსვლელობა რუსთაველისკენ და სიტყვით გამოსვლები საკანონმდებლო ორგანოსთან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია პროვოკაციების მოწყობას შეეცდება, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მიეცემათ.