24 მაი 2026
სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მეორე ტური გაიმართა. მონაწილეთაგან 12 გამარჯვებულს სპეციალური კომისია გამოავლენს. გამარჯვებული ანსამბლების გალა კონცერტი და დაჯილდოვება 3 ივნისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შედგება.
შესარჩევ კონკურსში რეგიონის მასშტაბით, 30-მდე ანსამბლი და 800-ზე მეტი შემსრულებელი მონაწილეობდა. ოლიმპიადა აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის – „ფოლკლორის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში იმართება. მისი მიზანია ახალგაზრდა თაობაში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაცია, ასევე ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა.