24 მაი 2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამზადისი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. მზადება მიმდინარეობს აჭარაშიც. 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება.
მთელი დღის განმავლობაში ბავშვებისა და მოზარდებისათვის შემეცნებითი და სპორტული აქტივობები ჩატარდება, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
17:10 წუთზე შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რის შემდეგაც დაიწყება საზეიმო კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და სოლისტების მონაწილეობით, დავით მუქერიას დირიჟორობით. ღონისძიებას ფოლკლორული ანსამბლებიც შეუერთდებიან. საღამოს დასასრულს მსმენელის წინაშე ბენდი „ურსა“ წარსდგება.