ხულოს მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებებისათვის სამზადისი დაიწყო

24 მაი 2026

საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიებებისათვის სამზადისი დაიწყო ხულოს მუნიციპალიტეტშიც. აქტივობები  დაბა ხულოს ცენტრალურ ქუჩებსა და ცენტრალურ სკვერში გაიმართება. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა სახალხო მსვლელობა, სპორტული აქტივობები, გამოფენა-გაყიდვა და საზეიმო კონცერტი. ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება, ხოლო 17:10 საათზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.