23 მაი 2026
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა ბათუმში. კვირეულის ფარგლებში, მუსიკალური საღამო ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში ჩატარდა.
ღონისძიება სახელწოდებით “ქალაქური ჰანგების მუზეუმში“ დაახლოებით ერთსაათიან საკონცერტო პროგრამას აერთიანებდა, რომელშიც მონაწილეობდა ჯგუფი “ბათუმური ჰანგები“. ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის მიზანია მუსიკალური საღამოების გზით, ქალაქის კულტურის ისტორიისა და ტრადიციების გაზიარება.