23 მაი 2026
"ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" ბათუმში წარმატებული პრემიერის შემდეგ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლს ყაზახეთში ითამაშებს. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალ "ბიკენფესტ 2026" - ზე დასი მაყურებლის წინაშე 26 მაისს წარსდგება. იზი დაიმონდისა და ბილი უაილდერის პიესის მიხედვით - დადგმული სპექტაკლის რეჟისორი - გოჩა კაპანაძეა. ამბავი რომელიც 30-იან წლების ჩიკაგოში ხდება 19 მსახიობი ყვება. მუსიკალური კომედია, ჯაზის ქორეოგრაფიისა და მსუბუქი იუმორის ნაზავია. რაც შეეხება ფესტივალს, მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის კულტურული დიალოგისა და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას. ფესტივალი აერთიანებს თანამედროვე და ექსპერიმენტულ თეატრალურ პროექტებს.