სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება

23 მაი 2026

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება.  თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა 30-იდან მინიმუმ 25 ქულა უნდა დააგროვოს. აქამდე, კანდიდატს მხოლოდ 3 შეცდომის დაშვების უფლება ჰქონდა.   გარდა ამისა, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება. გამოცდის პროცესის გაუმჯობესებისთვის, საგამოცდო მარშრუტები უკვე შეიცვალა გორსა და ბათუმში. სიახლე კანდიდატებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად, სასურველი დროის დაჯავშნასაც ითვალისწინებს. გადაწყვეტილება, რომელიც თეორიული გამოცდის ჩაბარების გამარტივებულ წესს ითვალისწინებს, უკვე ამოქმედდა. პრაქტიკული გამოცდებისთვის კი სიახლე ძალაში 15 ივნისიდან შევა.