Reuters - უკრაინის შეტევების შედეგად რუსეთის მსხვილმა ქარხნებმა ნავთობის გადამუშავება შეაჩერეს ან შეამცირეს

22 მაი 2026

უკრაინის შეტევების შედეგად რუსეთის მსხვილმა ქარხნებმა ნავთობის გადამუშავება შეაჩერეს ან შეამცირეს - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის ნავთობკომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარეობს, უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად იძულებული გახდა, ნავთობის პირველადი გადამუშავების ძირითადი დანადგარის მუშაობა შეეჩერებინა.

აღნიშნულის შესახებ „ლუკოილს“ კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მორიგი შეტევა 20 მაისს მიიტანეს. ცნობისთვის, ეს ქარხანა რუსეთში სიდიდით მეოთხე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა.