22 მაი 2026
უნგრეთის ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შემთხვევა ქალაქ ტისაუივაროშში მოხდა, კომპანია MOL-ის მფლობელობაში არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
მადიარის თქმით, აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 7 ადამიანი დაშავდა. ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.