22 მაი 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სამხრეთ ფასადზე ვიტრაჟების რესტავრაცია დასრულდა. ამ ეტაპზე აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადზე არსებული ვიტრაჟების რეაბილიტაცია გრძელდება.
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტის პირველი და მეორე ეტაპი წინა წლებში განხორციელდა და მოიცავდა ფასადების, ვიტრაჟებისა და ფერწერის რესტავრაცია-რეაბილიტაციას.
უახლოეს მომავალში იგეგმება ტაძრის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტაძარია, რომელიც ცნობილია თავისი ნეო-გოთიკური არქიტექტურით, ვიტრაჟებითა და საინტერესო ისტორიით.