ზურაბ პატარაძე ღორჯომში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო

22 მაი 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში შენდება ორი თანამედროვე საჯინიბო, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები, დიდი და პატარა მანეჟები, ასევე მაყურებელთა ტრიბუნა.

ამ ეტაპზე ძირითადი სამშენებლო და გადახურვის სამუშაოები უკვე დასრულებულია, იგეგმება კარ-ფანჯრების მონტაჟი და შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე განცხადებით, ახალი საცხენოსნო ინფრასტრუქტურა ღორჯომს მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად აქცევს, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.