22 მაი 2026
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ბრალის წარდგენის მოლოდინშია - ლევან ახობაძის საცხოვრებელ სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები დღის ბოლოს დასრულდა.
რაჟდენ კუპრაშვილი, რომელიც დაკავებულის ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა არის ამოღებული სახლიდან და უცნობია ისიც, ჩატარდა თუ არა საგამოძიებო მოქმედებები სხვა ლოკაციაზე.
ლევან ახობაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. იგი სუს-ის ყოფილი უფროსის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო.