აფხაზეთის მთავრობის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 10%-ით იზრდება

22 მაი 2026

აფხაზეთის მთავრობის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დამატებით 10%-ით იზრდება და ჯამში 50 მილიონ ლარზე მეტს მიაღწევს. ასევე, 39%-მდე იზრდება პროგრამული ნაწილის დაფინანსებაც.

სიახლის შესახებ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტში დაგეგმილ უპრეცედენტო ზრდაზე ისაუბრა.

უწყების ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილება ორიენტირებულია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებაზე, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, დევნილთა ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე და ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერაზე.