საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა შიომღვიმის მონასტერში წირვა ლოცვა აღავლინა

22 მაი 2026

მართლმადიდებელი ეკლესია შიო მღვიმელს იხსენიებს. დღეს აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო მესამის ანგელოზის დღე.

ამასთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III შიომღვიმის მონასტერში წირვა ლოცვა აღავლინა. ეს ის მონასტერია, სადაც პატრიარქი ბერად აღიკვეცა და სახელად შიო ეწოდა.

წირვის დასრულების შემდეგ კათალიკოს-პატრაიქრმა მრევლს ქადაგებით მიმართა.