22 მაი 2026
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს თბილისში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 23 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.