„სეინერები გადიან ზღვაში“ - სულიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის ჩვენება ხელოვნების უნივერსიტეტში

22 მაი 2026

ხელოვნების უნივერსიტეტის დაარსებიდან 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სულიკო ჟღენტის სცენარით გადაღებული დოკუმენტური ფილმის „სეინერები გადიან ზღვაში“ ჩვენება მოეწყო. ფილმი 1961 წელს არის გადაღებული, მისი მთავარი გმირი ბათუმელი კაპიტანი გივი უკლებაა და იგი მიეძღვნა საზღვაო  ქალაქის ცხოვრებას.

სულიკო ჟღენტის სამწერლო და კინო მოღვაწეობა ბათუმში დაიწყო.

ამ ქალაქში გამოიცა მისი პირველი მოთხრობები და ნოველები.

ბათუმში დაიწერა მისი სცენარები ცნობილი ფილმებისთვის „ჭიაკოკონა“, „ბურთი და მოედანი“, „ჯარისკაცის მამა“, ღიმილის ბიჭები“, „ნერგები“.

სულიკო ჟღენტის ბათუმური პერიოდის შემოქმედებაზე ამავე უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორმა, სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის პროექტის ავტორმა, მისმა ქალიშვილმა  - ოლიკო ჟღენტმა ისაუბრა.